“გაიმარჯვებს ხალხი და არანაირ შანსს არ დავკარგავთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისში, რუსთაველზე გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

“აქციის მონაწილეებმა ივანიშვილს მისცეს ერთი კვირა.
მოთხოვნაა, გადააყენოს ღარიბაშვილი და შექმნას ახალი მთავრობა ეროვნული თანხმობით, რომელიც შეასრულებს ვალდებულებებს.
რაც ნიშნავს იმას რომ გაიმარჯვებს ხალხი და არანაირ შანსს არ დავკარგავთ”, – წერს ჟორჟოლიანი.

აქცია “შინ ევროპისკენ” 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share