„პატრიარქის ანდერძი და მეორე, ახალი მოსაყდრე“ – რას წერს თეოლოგი სოციალურ ქსელში?

თეოლოგი ზვიად ცაბაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანდერძში მეუფე შიოს ნაცვლად მოსაყდრედ სულ სხვა მღვდელმთავარი იყოს დასახელებული.

ამის შესახებ თეოლოგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სათაურით: პატრიარქის ანდერძი და მეორე, ახალი მოსაყდრე.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

 

როგორც ვიცით, 2017 წლის წლის 23 ნოემბერს ყველასათვის მოულოდნელად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დადგენილ იქნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

 

ამ ფაქტს წინ უძღოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში.

 

საზოგადოებაში გაჩნდა საფუძვლიანი და ლეგიტიმური ეჭვი, რომ სწორედ მისი იძულებთ მოხდა მოსაყდრის გამორჩევა. ეს თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ მიტროპოლიტი შიო, მიუხედავად იმისა, რომ ის პატრიარქმა (უკანონოდ) მოსაყდრედ დაადგინა, სულაც არ გახლავთ კათალიკოსის რჩეული. ამ მოსაზრებას ამყარებს ორი თვალში საცემი არგუმენტი:

 

1 – ლოგიკური იქნებოდა, რომ მოსაყდრის დადგინების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი გადამდგარიყო და თავისივე სიცოცხლეში ურუნველეყო მოსაყდრის პატრიარქად არჩევა, რაც ილია II-მ არ გააკეთა.

 

2 – მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე (2018) მიტროპოლიტ შიოს სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფელბა მიეცა, ჩვენ თითქმის ვერსად ვნახავთ საჯარო ქაადგებას ან სატელევიზიო გამოსვლას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოსაყდრეს აქებს და ამით საზოგადოებაში მისი ავტორიტეტის გაზრდას ცდილობს, რაც ბუნებრივი იქნებოდა, თუკი მოსაყდრე მართლაცდა პატრიარქის საყვარელი ეპისკოპოსია.

 

ეს არგუმენტებიც იძლვეა იმის მტკიცების საშუალებას, რომ მიტოპოლიტ შიოს მოსაყდრედ დადგენა რუსეთის ეკლესიის იძულებით ( დაშინებით, მუქარით, კომპრმატებით) განხორციელდა.

 

მოსაყდრის დადგინებით საზოგადოებაში თითქოს გაჩნდა იმის განცდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძს, სადაც მოსაყდრის ვინაობა უნდა ყოფილიყო, მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, გვავიწყდება, რომ პატრიარქისთვის ანდერძის დატოვების უფლება არავის წაურთმევია (პატრიარქობისას შეძენილი ქონება ანდერძით ვინმეს უნდა გადაეცეს, ამიტომ ანდერძი აუცილებლად იქნება) და არ იქნება მოულოდნელი, თუ მისი (პატრიარქის) გარდაცვალების შემდეგ მისსავე ანდერძში აღმოჩნდება ახალი ბრძანება, ბრძანება მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრეობიდან გადაყენების (რადგან მისი დანიშვნა  იძულებით მოხდა) და ახალი მოსაყდრის დანიშვნის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გაფართოებული კრების მოწვევა და საპატრიარქო არჩვენების წარმართვა.

 

ასე, რომ მიტროპოლიტ შიოს ტყუილად აქვს იმედი, რომ მოსაყდრეობა პატრიარქობისკენ გზას გაუკვალავს, პირიქით, შესაძლოა ეს მისი იმედგაცრუების დიდი მიზეზი აღმოჩნდეს“, – წერს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share