“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკის მტკიცებით, ოპოზიცია რუსთაველზე სისხლისღვრას გეგმავს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის თქმით, ოპონენტებს დეპოლარიზაციის პროცესისთვის ხელის შეშლა სურთ.
ყველანაირ პროვოკაციაზე წავლენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოყენებით, რომ არანაირი საფუძველი, წინაპირობა არ მიეცეს დეპოლარიზაციის პროცესს. ევროპის დროშას ამოფარებულები ლამობენ ყველაზე ანტიევროპული პროცესის განვითარებას, ეს არის სისხლისღვრა რუსთაველზე, – ამბობს ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ახალი სახალხო მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირას აძლევს, რომ გადააყენოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.