დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი შვიდეულის (G7) სხვა ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრნობით წერს და მას რუსეთისთვის დაწესებულ უახლეს სანქციებს უწოდებს, რაც უკრაინაში ინტერვენციას მოჰყვება.

გამოცემის ცნობით, მომავალ კვირას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ბრძანებას გამოსცემს, რომლითაც ქვეყანაში რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება
G7 ლიდერები ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში დაგეგმილ სამიტზე გამოაცხადებენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუსმენენ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთს ოქროს დიდი შვიდეულში ქვეყნებში იმპორტი აეკრძალება.

აღსანიშნია, რომ ლონდონი რუსეთის ძვირადღირებული მეტალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც გასული წლის მონაცმებით 15 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსული ოქრო ჩაიტანეს. ამ მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთის ოქროს იმპორტში რუსეთს 28% ეკავა. Bloomberg-ის ინფორმაციითვე, რუსეთის ოქროს ინდუსტრია საექსპორტოდ ახალ ბაზრებს ეძებს, მათ შორის ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში ექსპორტის გაზრდის საკითხსაც განიხილავს. აღსანიშნია ისიც, რომ ენერგომატარებლების შემდეგ ოქრო რუსეთის ყველაზე მსხვილი საექსპორტო საქონელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share