”არ შეიძლება ჩურჩხელისთვის ბადაგი გერმანიიდან ჩამოგვქონდეს და კაკალი უკრაინიდან -შრომაა საჭირო, ბევრი შრომა”

”ხშირად მესმის, განსაკუთრებით ბოლო დროს:
ქართველი თუ გიღალატებს, ქართველი თუ მოგპარავს, ქართველი მოგატყუებს, გაგწირავს, უვარგისები, უცოდინრები, ცუდები, ცუდები ცუდები…
ვისმენ და მიკვირს, მწყინს, ძალიან მტკივა გული.
განა შეიძლება ადამინმა თავის თავზე ამისთანები ილაპარაკოს? საშინლად არ ვეთანხმები და უფრო მეტიც ვბრაზდები.
ხომ არ ჯობია ასეთების ძახილს ცოტა მეტი მოვინდომოთ, მეტი ვიშრომოთ, მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ, ყველაფერი ვაკეთოთ რაც შეგვიძლია და ჩვენზეა დამოკიდებული, რაც არ შეგვიძლია იმას ისედაც როგორ გავაკეთებთ.
გავილამაზოთ ჩვენს ირგვლივ გარემო, დავალაგოთ ჩვენი სადარბაზო, ეზო, ტროტუარი, მოვაწესრიგოთ ირგვლივ რასაც გავწვდებით, არ ამოვავსოთ ხევები ნაგვით. (ამასაც ფული ხომ არ უნდა)
ეგებ ამის შემდეგ ცოტა დაღლილებს უფრო მოგვეწონოს საკუთარი თავი და ჩვენი პატარა, დაჩაგრული, უბედო ქვეყანა. ეგებ უფრო მოვლილ დალაგებულს და ამის მკეთებლებს უფრო პატივისცემით მოგვებყროს, თუ შინაური თუ გარეული.
არ შეიძლება ჩურჩხელისთვის ბადაგი კასრებით გერმანიიდან ჩამოჰქონდეს ჩურჩხელის მკეთებელ კომპანიას და კაკალი უკრაინიდან, ბოშების შეგროვებული გზისპირებზე, ეს სასირცხვილოა, მეტად უნდა გავინძრეთ და არ ვივიშვიშოთ. არ შეიძლება ჩვენი საკმარისი პური, ჭადი, კაკალი, ბადრიჯანი, პამიდორი, მწვანილი, ზეთი, ხილი ჩვენ თითონ ვერ მოგვყავდეს და თურქეთიდან ჩამოგვქონდეს, ესეც სასირცხვილოა, ერთმანეთის ლანძღვა არ შველის, შრომაა საჭირო, ბევრი შრომა.
არ ვცდები მგონია, ნეტა ვცდებოდე და მე ვიყო მტყუანი.” – წერს სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
Sofiko Tvildiani, Irma Gugava და 4,5 ათ. სხვა
263 კომენტარი
250 გაზიარება
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება

263 კომენტარი

ყველაზე რელევანტური

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share