“ვაქცინაზე უარის თქმა, სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს” – ანიტა რაჭველიშვილი

ნუ გაწირავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს! გაიკეთეთ ვაქცინა!, – ამის შესახებ ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ვაქცინაცია რომ დაიწყება გირჩევთ ყველამ გაიკეთოთ! არავის შეურაცხყოფა არ მინდა მაგრამ ვაქცინაზე უარის თქმა რაღაც მითების გამო საკმაოდ სერიოზულ გაუნათლებლობაზე მეტყველებს!
ნუ გაწირავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს! გაიკეთეთ ვაქცინა!”, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. ინფიცირებულია 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტროია არ აქვს.

 

ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. იდენტიფიცირებულია ყველა კონტაქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share