თუ ადამიანები იცავენ წესებს, რისკი ნაკლებია, თუ არ იცავენ, არ აქვს მნიშვნელობა ეკლესია იქნება თუ სუპერმარკეტი, გაიზრდება შემთხვევები,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას რეკომენდაციების გათვალისწინებისა და წესების მაქსიმალურად დაცვის გამო.
„აპრილი იყო ის თვე, როდესაც საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა მატებისკენ მიდიოდა და კიდევ ერთი თავშეყრა იქნებოდა დამატებითი რისკი. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა ქართულ ეკლესიას, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და მაქსიმალურად, ყველა წესის დაცვით ჩაატარა დღესასწაულები, ასე რომ დღესაც ასეა, თუ ადამიანები იცავენ წესებს, რისკი ნაკლებია. როცა არ იცავენ, არ აქვს მნიშვნელობა ეკლესია იქნება თუ სუპერმარკეტი, გაიზრდება შემთხვევები”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.