მსოფლიო კრიზისი თუ ხელისუფლების შეცდომა – საპენსიო ფონდი შესაძლოა გაკოტრდეს

მილიარდებად შეფასებული პროექტი უფსკრულის წინაშეა – საპენსიო ფონდი შესაძლოა გაკოტრდეს. ასობით მილიონი, რომელიც ქართულმა ოცნება იძულების წესით უკვე ამოიღო მოსახლეობის ჯიბეებიდან, ყოველდღიურად უფასურდება. მონაცემები აჩვენებს, რომ ფონდის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს მოგების ისეთ ნიშნულზე გასვლას, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის ხელისუფლების მიერ გაცემული პირობის შესრულებას შესაძლებელს გახდიდა.

მარტივად კი ხდება ის, რომ ლარი უფრო სწრაფად უფასურდება, ვიდრე იზრდება დანაზოგი. და ეს იძულებითი დანაზოგი მოქალაქეებისთვის აზრს კარგავს. ეკონომისტები, რომლებიც საპენსიო ფონდის შემოღებამდეც და მას შემდეგაც მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ იდეას, ახლა ხედავენ, რომ პროგნოზი გამართლდა. “ქართულ ოცნებას” კი აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ პრობლემები მსოფლიო კრიზისს დააბრალოს.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share