ქუთაისი-ხონის გზაზე ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 18 წლის გოგო მართავდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს მაშინ შეეჯახა, როცა სატვირთო ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა. გოგო ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.