რესტორნებსა და სპორტულ დარბაზებში ადამიანებს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეუშვებენ

ნიუ იორკი გახდა პირველი ქალაქი აშშ-ში, სადაც რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა შიდა სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით იქნება შესაძლებელი.

შეზღუდვის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების მატება გახდა.

როიტერის ინფორმაციით, ნიუ იორკის მოსახლეობის 60%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share