ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა ახალ სიაში მოხვედრის კანდიდატია. უკრაინის ხელისუფლება სრული სკურპლუოზურობით მუშაობს იმ პირების გამოვლენაზე, ვინც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს ხელს უწყობს და რეალურად კრემლის მხარეს დგას. სია ძირითადად რუსი პოლიტიკოსებით და ბიზნესმენებით იქნება დაკომპლექტებული, მაგრამ ცნობილია, რომ ათას რუსს ქართველები და ბელორუსებიც დაემატებიან.
სიის შედგენაში უცხოელი დიპლომატები არიან ჩართული – ძირითადად ისინი, ვინც კარგად იცნობენ რუსეთის შიდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. სწორედ ამ დიპლომატებზეა დამოკიდებული როგორც სიის შედგენა, ასევე მისი გადაცემა დასავლეთში და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყტვეტილებების მისღების და კონკრეტული სანქციების დაწესების ლობირება. საბოლოო გადაწყვეტილებამდე უცხოელები საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ურჩევენ უარი თქვას კრემლთან ფარულ კავშირზე.
მთავარი არხი