ხალხი მახარებს, როგორ არ მახარებს, მაგრამ სათავეში ვინ დგას?
1. ბუღაძე, რომელიც არ იღლებოდა მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით. მისი წერილები მაქვს და შემიძლია დავდო. ძაან მოსწონდა ივანაშვილი.
2. დიღმელაშვილი – თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას მეგობარი. აი, იმ თამარ ჩერგოლეიშვილის, რომელიც ქმართან ერთად სცენიდან აგდებდა ერთ უკრაინელს (ვაგლახ, არა ქართველს), რომელსაც ეჭირა პლაკატი “თავისუფლება მიშას.
3. რუხაძე, რომელმაც სანდრა რულოვსი არ მიუშვა მიკროფონთან 20 ივლისის შემდეგ გამართულ ერთერთ აქციაზე, მე კი, როცა მიკროფონთან ვიდექი, მითხრა რეგლამენტი ამოგეწურათო, როგორც კი სანდრა ვახსენე. ამ დროს კი ეკა ბესელიას და გიორგი მარგველაშვილს შეეძლოთ საათობით ელაპარაკათ.
ჰოდა, რა ვქნა ეხლა მე, რა ვიფიქრო?
წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია