იმ ფონზე როცა მმართველი გუნდის მოქმედი და ფორმალურად ყოფილი დეპუტატები სტრატეგიულ პარტნიორებს ღიად უპირისპირდებიან და ქვეყანაში ანტიდასავლურ კამპანია აჩაღებენ, საქართველო რუსების თავშესაფარი გახდა. ბოლო ცნობებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის 100 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა. ისინი აქ უპრობლემოდ ირეგისტრირებენ კომპანიებს, ყიდულობენ უძრავ ქონებას, მათზე მორგებული ხდება კვების ობიექტები.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ზღვისპირეთში, ბათუმში, ქობულეთში და სხვა კურორტებზე ქართულზე უფრო ხშირად რუსულ საუბარს და მუსიკას გაიგებ.
სანაპირო ზოლზე სიმინდის და ცივი სასმელებიც გამყიდველებიც კი რუსულად ლაპარაკობენ. რჩება შთაბეჭდილება რომ წელს ყველას დაავიწყდა ის ფაქტი რომ საქართველოს 20% რუსეთს აქვს ოკუპირებულიო და ტერიტორიების მიტაცებას ყოველდღიურად აგრძელებენ.
მთავარი არხი