დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს. ოზურგეთში, როგორც ყოველ წელს, წელსაც ღამისთევით ჩატარდა მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი ეპისტოლე, რომელიც ჩაატარა ყოვლადუსამღვდელოესმა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. წირვა შეძლებისდგავარად დაცული დისტანციითა და პირბადეებით ჩატარდა, რომელიც დილის 5 საათამდე გაგრძელდა. მეუფე იოსებმა მრევლი დალოცა და საშობაო საჩუქრად ერთჯერადი ჭიქებით “ბახმაროს თაფლი” გადასცა. უკვე, მერამდენე დღესასწაულია მეუფე ასეთ საჩუქარს, რომ უკეთებს მრევლს და როგორც მან აღნიშნა ეს ყოველი შობის ტრადიციად იქცევა.