უკრაინელები რუს გენერლებზე წარმატებულად ნადირობენ. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაიონელებმა უკვე 13 რუსი გენერალი მოკლეს.
11 ივლისს ცნობილი გახდა მეცამეტე გენერლის ლიკვიდაციის შესახებ. უკრაინელებმა ჰაიმარსის გამოყენებით ხერსონის მიმართულებაზე გაანადგურეს ოკუპანტების 22-ე საარმიო კორპუსის სამეთაურო შტაბი. ლიკვიდირებულთა შორის აღმოჩნდა 22-ე კორპუსის შტაბის უფროსი – გენერალ-მაიორი ნასიბულინი. ვრცელდებოდა ინფორმაცია გენერალ ნასიროვის ლიკვიდაციის შესახებაც.
მანამდე უკრაინელებმა გრუზ-200-ად აქციეს გენერლები სუხოვეცკი, გერასიმოვი, კოლესნიკოვი, მიტიაევი, მორდვიჩევი, რიაზანცევის, ფროლოვი, სიმონოვის, ბოტაშევის, კუტუზოვის, ტუშაევის და კიდევ ერთი გენერალი, რომლის ვინაობაც დადგენილი არ არის.
სიკვდილს ძლივს გადურჩა რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი. ის გაზაფხულზე ოკუპირებულ იზიუმთან დაბანაკდა. სამეთაურო პუნქტი, სადაც გერსასიმოვი იმყოფებოდა, უკრაინელებმა გაანადგურეს. არმიის გენერალი გერასიმოვი უხერხულ ადგილზე დაიჭრა. ის 9 მაისს გამართულ სამხედრო აღლუმსაც ვერ დაესწრო.
ამდენი გენერალი ოკუპანტებს ავღანეთში მიმდინარე მრავალწლიანი ომის დროსაც არ დაუკარგიათ.
cnews.ge