როგორც “გურიის მოამბე”-ს ადგილობრივება გვამცნობეს, დღეს დილით გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ოზურგეთის მერის წარმომადგენელს მელექედურის ტერიტორიულ ორგანოში, საკუთარ კაბინეტში ტელევიზორი მოპარეს.
როგორც შსს-დან გვატყობინებენ,ამ წუთებში სოფელში პოლიცია იმყოფება და ოპერატიული საძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.