5 ივლისს ჩემთვის სახელმწიფო დასრულდა – უჩა ნანუაშვილი

ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” 5 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა.

„ერთგვარი რეპრესიების ტალღა წამოვიდა, მათ შორის ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, მედიის მფლობელებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე. დაიხურა ბევრი სივრცე, სადაც მანამ კიდევ იყო მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობა, ფორმალურად მაინც.

იყო ცუდიც, მაგრამ ხდებოდა კარგიც, რაღაც ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ, იგივე ვიზალიბერალიზაცა, ან ასოცირების შეთანხმება, ეს იყო გარკვეული მუშაობის და რეფორმების შედეგი. შემდეგ დრო გაჩერდა და დაიწყო სტაგნაცია ქვეყანაში. რაც მთავარია, მაშინ შედეგი ალბათ იმიტომ დადგა, რომ ხელისუფლება არ იყო ჩაკეტილი. იყო კოალიციური ხელისუფლება და იყო ინსტიტუტები, რომლებიც ასე თუ ისე მოქმედებდნენ. ეს ბოლო წლებში გაქრა, განსაკუთრებით ბოლო წელს. 5 ივლისი ჩემთვის იყო დღე, როდესაც დასრულდა სახელმწიფო. 5 ივლისს ჩვენ ვნახეთ დევნა, ფაქტობრივად ნადირობა ჟურნალისტებზე, რაც გრძელდება. პრობლემა მარტო ის კი არ იყო, რაც მაშინ მოდა, არამედ რაც ხდება ამ ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ სახელი არ დაარქვა ამას და არ გამოიძია ეს ძალადობა ბოლომდე და ორგანიზატორები არიან წახალისებულები,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share