1876 სტატესტიკური ცნობარის მიხედვით, გურიაში იყო ორი ქალაქის ტიპის დასახლება – ოზურგეთი და ნაგომარი; ოზურგეთში მოსახლეობა გახლდათ 697 ადამიანი, აქედან ქართველები (Грузин-гуриец) – 675; რუსი – 2; ბერძენი – 13; სომეხი – 10;
.
ნაგომრის მოსახლეობა შეადგენდა 180 ადამიანს – ყველა ქართველი (Грузин-гуриец);
.
გურიაში (ოზურგეთის მაზრა) სულ ცხოვრობდა 52402 ადამიანი, აქედან 52391 ქართველი (Грузин-гуриец) და 25 სხვა ეროვნების; მაზრის მოსახლეობიდან 10 კათოლიკე სომეხი და 133 სუნიტი გურული იყო, სხვა დანარჩენი მართლმადიდებელი ქრისტიანი;
.
გურიაში ოზურგეთის და ნაგომრის გარდა აღრიცხული იყო 85 სოფელი, აქედან დიდი სოფლები იყო:
.
სოფელ ჩოჩხათში სახლობდა 385 კომლი, მოსახლეობა შეადგენდა 2405 ადამიანს (1260 კაცი და 1145 ქალი); სოფელში იყო ერთი ეკლესია და სოფლის კანცელარია;
.
სოფელ ამაღლებაში სახლობდა 340 კომლი, მოსახლეობის რაოდენობა 2212 (1169 კაცი და 1043 ქალი); სოფელში იყო 6 ეკლესია, აქედან 5 საშტატო (Штатных церквей 5) და გურიის მეორე მონასტერი – უდაბნო ამაღლების მთის ძირში (ასეა ღნიშნული);
.
ჩიბათში სახლობდა 359 კომლი, მოსახლეობა შეადგენდა 2168 ადამიანს (1113 კაცი, 1055 ქალი), სოფელში იყო 2 ეკლესია და სოფლის კანცელარია;
.
ლანჩხუთში სახლობდა 370 კომლი, მოსახლეობა შეადგენდა 2105 ადამიანს (კაცი 1102, ქალი 1003); იდგა 3 ეკლესია, სოფლის სკოლა, სოფლის კანცელარია, ასევე იყო ბაზარი პარასკევობით; დროებითი პოლიციის პრისტავი პუნქტი;
.
სურებში სახლობდა 237 კომლი, სოფლის მოსახლეობა კი შეადგენდა 1704 ადამიანს (827 კაცი და 877 ქალი) – იქვე არის აღნიშვნა, რომ სოფელში იყო 4 ეკლესია, სოფლის კანცელარია. ასევე აღნიშნულია, რომ სურების მოსახლეობა ეწეოდა მეფუტკრეობას.
.
ერკეთში სახლობდა 231 კომლი, მოსახლეობა შეადგენდა 1699 ადამიანს (920 კაცი და 779 ქალი), სოფელში იყო 3 საშტატო და 1 მიწერილი ეკლესია, ასევე იყო სოფლის კანცელარია, სოფელში იყო კერძო 7 დღიანი ბაზრობა, რომელიც იმართებოდა 8 ნოემბერს;
.
ფარცხმაში სახლობდა 126 კომლი, მოსახლეობა შეადგენდა 904 ადამიანს (466 კაცი, 438 ქალი), სოფელში იყო 2 საშტატო ეკლესია წმინდა გიორგი და ჯვრის, ასევე იყო სოფელ ჩოხატაურზე მიწერილი წმინდა დიმიტრი ესკლესია და სოფლის კანცელარია.
.
ბუკისციხეში სახლობდა 111 კომლი, მოსახლეობა კი შეადგენდა 775 (424 კაცი და 351 ქალი), სოფელში იყო სამი ეკლესია, სოფლის სკოლა და კანცელარია.
.
ასევე:
.
– ოცხანა (ხიდისთავი) 325 კომლი, 1934 მოსახლე; მინაწერი ქვენობანის საშტატო ეკლესია;
– ჯუმათი 231 კომლი, 1573 მოსახლე; მინაწერი: ჯუმათის მონასტერი 1644 წ. ჯუმათელი ეპისკოპოსის ყოფილი კათედრა, ახლა გურიის ეპისკოპოსის საზაფხულო სამყოფელი. არის ეკლესია, სკოლა და სოფლის კანცელარია. იმართება ბაზრობა 5-15 სექტემბერს. მთაზე დგას გურიელების ციხესიმაგრე;
– ზემო ხეთი 180 კომლი, 1346 მოსახლე;
– ჯურუყვეთი 225 კომლი, 1245 მოსახლე;
– ლიხაური 195 კომლი, მოსახლე 1221, გაკეთებული აქვს აღნიშვნა: რეხოულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სამრეკვლოთი მე-10 საუკუნე – 1422 წელი. სოფელში არის კანცელარია;
– აკეთი 173 კომლი, 1198 მოსახლე; სოფელში იყო 2 ეკლესია – მაცხოვრის (თავდგირიძეთა საგვარეულო განსასვენებელი, აღნიშნულია, რომ ძალიან ძველი ეკლესიაა) და წმინდა გიორგის სახელობის. სოფელში იყო ორი სოფლის სკოლა, კანცელარია. ასევე აღნიშნულია რომ იყო თიხის საბადო და მოსახლეობა ეწეოდა მის რეწვას.
– აცანა 153 კომლი, 1113 მოსახლე; მინაწერი: 1 საშტატო ეკლესია მაცხოვრის სახელობის და 2 მიწერილი ეკლესია: ოქონის (Оконская) და მთავარანგელოზის, სოფლის სკოლა;
– ბაილეთი 150 კომლი, 1023 მოსახლე; მინაწერი: 3 ეკლესია;
– ძიმითი 149 კომლი, 968 მოსახლე; მინაწერი: 1 ეკლესია, სოფლის სკოლა და კანცელარია;
– ბახვი 150 კომლი, 953 მოსახლე; მინაწერი: 1 საშტატო ეკელსია ღვთისმშობლის სახელობის, 1 ეკელსია მიწერილი, სოფლის სკოლა და კანცელარია;
– ასკანა 144 კომლი, 948 მოსახლე, მინაწერის მიხედვით სოფელში იყო 3 ეკელსია – წმინდა გიორგის, მაცხოვრის და ღვთისმშობლის სახელობის. ასევე იყო ციხის ნანგრევები, სოფლის სკოლის და სოფლის მმართველობის შენობები.
– ნანიეშვილისეული 139 კომლი, 979 მოსახლე; მინაწერი: იოანე ნათლისმცემლის სახელობის საშტატო ეკლესია;
– შუხუთი 156 კომლი, 977 მოსახლე; მინაწერი: სამი ეკლესია ღვთისმშობლის, წმ. გიორგის და წმ. მარინეს სახელობის;
– ქვემო ხეთი 107 კომლი, 733 მოსახლე;
– სამღვთო 92 კომლი, მოსახლე 625 მოსახლე; მინაწერი: სამღვთოს ეკლესია, ნავთობის საბადოები;
– მაკვანეთი (გოგიეთის გარეშე) 91 კომლი, მოსახლე 522. მინაწერი: მთავარანგელოზის ეკლესია, ეკლესიის ნანგრევები;
– შემოქმედი (არ შედის – გომი, გონების კარი, ფატარი) 95 კომლი, მოსახლეობა 490; გაკეთბული აქვს აღნიშვნა: სოფელში არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლსია გურიელების განსასვენებელი, გურიის სამი საეპისკოპოსოდან ერთის შემოქმედელის კათედრა, ამაჟამად მონასტერი;
– გოგიეთი 86 კომლი, მოსახლეობა 463; მინაწერი: წმინდა გიორგის ეკლესია, სოფლის კანცელარია.
– ექადია 77 კომლი, მოსახლეობა 435. მინაწერი: წმინდა გიორგის ეკლესია. აგურის ქარხანა;
– სატახია (მდინარე სუფსის ნაპირთან, ოზურგეთიდან მდ. სუფსისკენ მიმავალ გზაზე) 46 კომლი, მოსახლეობა 281. მინაწერი: ერთი ეკლესია
– ხრიალეთი 50 კომლი, 334 მოსახლე, ერთი ეკელსია;
– ვაკე 48 კომლი, 366 მოსახლე. მინაწერი: სამი კელესია;
– მიქელ გაბრიელი 34 კომლი, 229 მოსახლე, მინაწერი: ერთი ეკლესია;
– ხედობანი 13 კომლი, მოსახლეობა 84, ერთი ეკელსია;
.
სოფელი აჭი – ასევე საინტერესოა სოფელ აჭის შესახებ ჩანაწერი. სოფელში ცხოვრობდა
– 23 კომლი გურული სუნიტი მოსახლე საერთო რაოდენობით 114
– 9 კომლი გურული მართლმადიდებებლი, საერთო რაოდენობით 57
ასევე საინტერესოა მინაწერი: სოფელში დგას წმინდა გიორგის ეკლესია, პორტრეტებითა და ბერძნული წარწერებით, ხატით მეზობელი სოფელ ჭანიეთიდან დიმიტრი პირველის მოხსენიებით (1125-1154 წლები ქრისტეს დაბადებიდან) და ა.შ.
.
ყველაზე პატარა სოფელია ნაცხავათევი (მდინარე ჩოლოქის ზემო ნაწილში), რომელშიც ცხოვრობდა:
– 3 კომლი გურული სუნიტი მოსახლე, რაოდენობა 19 ადამიანი
– 2 კომლი გურული მართლმადიდებელი მოსახლე, რაოდენობა 6 ადამიანი
.
Сборник сведений о Кавказе 1876 г.
მოამზადა კახა ჩავლიშვილმა