ქართული წარმოშობის, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოზე ესაუბრა.
როგორც კანდელაკი აცხადებს, პუტინს უყვარს საქართველო, თუმცა ქართველებს არც რუსები და რუსეთი უყვართ.
ამის მიზეზად კანდელაკი შიშს ასახელებს.
“მინდა საქართველო-რუსეთის მეზობლობას შევეხო და გავამხილო ის რაც პუტინმა მითხრა. მას საქართველო უყვარს, თუმცა ქართველებს არც პუტინი და არც რუსეთი უყვარს, რადგან მისი შიში აქვთ, თუმცა მეზობლებს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ”, – აცხადებს თინა კანდელაკი.