21 ივლისს შვედეთში დაფიქსირდა ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ბოლო 75 წლის განმავლობაში. ამის შესახებ SVT იუწყება. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ მოლილაში ტემპერატურამ 37,2 °C მიაღწია – რაც ყველაზე მაღალია ბოლო 75 წლის განმავლობაში.
ბოლო მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა 1947 წელს – 38 ° C.
მოლილას უწოდებენ “შვედეთის თერმულ დედაქალაქს”, რადგან იქ ხშირად ფიქსირდება როგორც ცხელი, ასევე ცივი ტემპერატურის რეკორდები.