მომღერალი, ნინი შერმადინი მეგი გოგიტიძის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მარტო მეგი გოგიტიძეა ჩასაქოლი ხალხო? თუ მარტო მეგი გოგიტიძე მღერის ქართველი რუსეთში? ჯერ გაერკვიეთ რუსები გვძულს თუ გვევასება და მერე გადაუარეთ რუსეთში წასულ ქართელებს, დაიცალა საქართველო ყველა სადღაც გარბის რატო ნეტა? ვისაც სად შეუძლია იქ გარბის! რუსი ტურისტების პარპაში, მათი ფულით აშენება და რუსულ მუსიკაზე ღრიანცელი მოსულა და მომღერლებზე თავდასხმა კაია?
ყველამ იცით ჩემი რუსეთისადმი დამოკიდებულება! არასდროს წავალ არასდროს!!!!!!!! არც იმ მომღერლებს ვამართლებ ვინც იქ მოღვაწეობს, მაგრამ ეგეც მაგათი საქმეა. ჯერ ქვეყანაში აკრძალეთ რუსული ყველაფერი და მერე ჩააქვესკნელეთ სხვა დანარჩენი. გავიგეთ წავიდნენ და რუსებს უმღერიან????
ჩვენ არ ვუმღერით რუს ტურისტებს საქართველოში? გინდა რუსულად და გინდა ქართულად?
თუ მათგან ფულს არ იღებთ… ეს ორმაგი სტანდარტი რა კაია ხანდახან არა? რაც შეეხება მეგის… არ ვარ მისი თაყვანისმცემელი, ვერ ვუსმენ არ მომწონს, მაგრამ ამხელა ამბავიც არ იყო ასატეხი ჩემი აზრით… მეგი მოსკოვში წავიდა, გავიგეთ გაგების დონეზე გავიგეთ, ღმერთმა მშვიდობა მისცეს მასაც და ჩვენც“. – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
შგახსენებთ, მომღერალი, მეგი გოგიტიძე მოსკოვსა და სოჭში კონცერტებს გამართავს.