ვალერი ხუციშვილის კვალი ამერიკული ჰოსპიტლიდან იკარგება. მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტი, რომელსაც ჰალუცინაციები ჰქონდა, კლინიკინდა ოჯახის ინფორმირების გარეშე გაუშვეს.
საქმეში არსებული კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 42 წლის კაცი ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ მტკვრის სანაპიროზე ჩავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.
დაკარგულის მეუღლე შველას ითხოვს. ოჯახის თქმით, პოლიცია დაკარგული მამაკაცის საქმეზე გულგრილობას იჩენს, საქმის გამომძიებელი კი პაციენტის ახლობლებს მედიასთან კონტაქტს უკრძალავს.
დაგვიმალეს ინფორმაია. დღემედ არ ვიცით მკურნალი ექიმი ვინ იყო. მოჩვენებები ჰქონდა. მე ვუთხარი, რატომ გაწერეთ ასეთი მძიმე პაციენტი-თქო და “ეს ფქისიქტრიული საავადმყოფო არ არისო, რომ დაგვეყოვნებინა დიდხანსო”. რაც შეეხება გამოძებას… პაატა ხაინდრავამ გვითხრა, რომ კამერაში ჩანსო, რომ მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა ვალერიო, ფულს თხოულობდა ხიდზეო, ხიდთან არის ჩამავალი გზაო და იმ გზასტან კვალი ქრებაო. სამაშველო ბრიგადა რომ ჩავრთოთ-მეთქი ან ჟრნალისტები რომ გამოვიზაოთ-მეთქი? არაო, ჟრნალისტები ხელს შემიშლიანო. 40 დღე გავიდა მას შემდეგ, – ამბობს ოჯახის წევრი.