12 საათიანი ბლოკის შემდეგ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ახალი განცხადებით გამოჩნდა ტვიტერზე. დონალდ ტრამპი 20 იანვარს ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემას ჰპირდება ამერიკას. თუმცა ვიდეო მიმართვაში პრეზიდენტი ისევ არსად ახსენებს არჩევნებში დამარცხებას.
“ამერიკა იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა”, – ამბობს ის ვიდეოში მოქმედი პრეზიდენტი.
ტრამპის ანგარიში ისევ დაბლოკილია ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. ბლოკი თავდაპირველად 24 საათიანი იყო, თუმცა სოციალურმა ქსელის დამფუძნებელმა მარკ ზაქერბერგმა განაცხადა, რომ ბლოკი სულ მცირე 2 კვირით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე გააგრძელა.
„შეტევა დემოკრატიაზე“, „შავი დღე“, „იმედგაცრუება“, „სირცხვილი“ – ასე მოიხსენიებდნენ აშშ-ის როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრას. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მოუწოდებს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მის ოფისს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით იმოქმედონ და დაუყოვნებლივ გადააყენონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
https://www.radiotavisupleba.ge