ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას BMG ავრცელებს.
ხიდაშელმა მანამდე საქართველოში “რიყის დოქები” შეიძინა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მას რაჭაში 104 000 ჰექტარი ტყე 49 წლით იჯარით გადასცა.
უკრაინაში ომის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა.
ცნობისთვის, აპრილში “მთავარი არხის” ეთერში ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ ხიდაშელი გამხდარიყო VTB ბანკის მფლობელი