ესპანეთში დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო, გაუქმდა ავიარეისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
მადრიდის ჩრდილოეთიდან 400 კილომეტრის მოშორებით ჰაერის ტემპერატურა -35 გრადუსამდე დაეცა, რაც ესპანეთის ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მოთოვა მადრიდშიც, სადაც -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.