საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის შეფასებით “ოცნების” ხელისუფლებამ კრეატივის ყველა რესურსი ამოწურა და ის ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლით არის დაკავებული, ასეთი ხელისუფლება კი მარგველაშვილის შეფასებით, უნდა წავიდეს:
ამ ხელისუფლება მოჭამა კარგა ხანია ნებისმიერი კრეატიული და მომავალზე ორიენტირებული რესურსი. ერთადერთი მუზა ამ ხელისუფლებისთვის, საიდანაც ენერგიას და წარმოსახვებს იღებენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილით ცხოვრობენ. ოცნებას სხვა მუზა არ გააჩნია” -ამბობს გიორგი მარგველაშვილი “დღის სტუმარში”.