ჩემთვის ძალიან გაუგებარია ამდენ დროს რომ ვუთმობთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად აქვს ქართული გვარი, დაბადებულია რუსეთში, აღზრდილია და საქართველოს მოსახლეობას გვესაუბრება რუსულად, რუსული ტექსტებით, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერისა და უკრაინის რადას დეპუტატის, დავით არახამიას მისამართით განაცხადა.
ზარქუას თქმით, არახამია ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლის ინტერესების სფერო სცილდება პოლიტიკას და გადადის შეურაცხყოფაში.
“ჩვენს ლიდერებს, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას. ნაძირალაა, მეტი არაფერი. არახამია არის არაკაცი.
არ გამოუვა, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები საუკუნეებს მოიცავს და არახამიასნაირები ვერაფერს დააკლებენ ჩვენს ძმობას, რაც გვაქვს უკრაინელებთან და ჩვენს გვერდით დგომას. ძალიან დიდ დროს უთმობთ ამ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს. ცოტა ხანში ნახავთ, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს, რადგან მგონია, რომ უკრაინის ინტერესები არ არის სათანადოდ დაცული, მათ შორის არახამიას მხრიდან. სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას. კიდევ შეეხება ჩვენს ლიდერებს, ლეგიტიმურად არჩეულ მმართველ პარტიას, ეს იქნება კიდევ ჩვეულებრივი არაკაცის ბოდვა, მეტი არაფერი”, – აცხადებს ზარქუა.