ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას ციხიდან, რადიკალი მუსლიმი ღვთისმსახური აბუ ბაქარ ბაშირი გაათავისუფელს. აბუ ბაქარი 2002 წელს ბალიზე მომხდარი ტერაქტების ორგანიზებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
აბუ ბაქრას ოჯახის წევრები დახვდნენ პარასკევს დილით და ის ცენტრალურ იავაში მდებარე სახლში წაიყვანეს.
აბუ ბაქარ ბაშირი ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდასთან დაკავშირებული ჯიჰადისტური ქსელის “ჯემაა ისლამიას” ყოფილი ლიდერია. ხელისუფლება აცხადებს, აბუ ბაქარ ბაშირი შევა დერადიკალიზაციის პროგრამაში.
ინდოენზიის ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო ტექატი კუნძულ ბალიზე 2002 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. მაშინ აფეთქებას 21 სხვადასხვა ეროვნების, 202 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი ბომბი ბარებისა და კლუბების სიახლოვეს, ტურისტულ ზონაში ჩამოვარდა.
აბუ ბაქარს 2011 წელს აჩეჰის პროვინციაში ისლამისტი მებრძოლების საწვრთნელ ბანაკთან კავშირისთვისა და დახმარებისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით პატიმრობის ვადა შეწყდა სასჯელის შემცირების გამო, როგორც ოფიციალურმა წარმომადგენლება თქვეს “მან კარგად მოიხადა სასჯელი”.
ბაშირი მანამდე 2005 წელსაც დააკავეს ბალიზე მომხდარ დაბომბვებთან კავშირის გამო, მაგრამ ეს განაჩენი სააპელაციო წესით გაუქმდა. 2008 წელს ინდონეზიაში 3 კაცი სიკვდილით დასაჯეს დაბომბვებში მონაწილეობის გამო, და კიდევ რამდენიმე ან დააპატიმრეს ან მოკლეს უსაფრთხოების ძალებმა.
თავად ბაშირი ყოველთვის უარყოფდა ტერორიზმში მონაწილეობას.
მის განთავისუფლებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ინდონეზიასა და ავსტრალიაში, საიდანაც ტერაქტის დროს დაღუპულების უმეტესობა – 88 ადამიანი იყო. ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა თქვა, რომ ეს მსხვერპლის ოჯახებისთვის “შემაშფოთებელია” და რომ სამყარო ზოგჯერ არაა სამართლიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაშირმა ისლამური სახელმწიფოს ერთგულება აღუთქვა 2014 წელს ციხეში ყოფნის დროს. ინდონეზიაში იმედოვნებენ, რომ განთავისუფლების შემდეგ აბუ ბაქარს შეუძლია იქადაგოს მშვიდობიანობაზე.