პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი საფუძველი არ არსებობს.
მან ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას “სპეკულაცია” უწოდა და თქვა, რომ ივანიშვილმა წერილში საკუთარი ხედვა და პოზიცია “მკაფიოდ ახსნა”.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაციის შესახებ, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები არის მხოლოდ სპეკულაციები, არავითარი საფუძველი არ არსებობს თქვენი განცხადებისა. დანარჩენი, თქვენ ალბათ ნახეთ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც, პირადი საქმეც და ვფიქრობ, საზოგადოებას აქვს სრული ინფორმაცია ამ საკითხზე”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.