“დაწერე “ფეისბუკზე”, მოიოხე გული და საქმეც გაკეთდა. ამით ყველაზე კარგად ხელისუფლება სარგებლობს” – მამუკა გამყრელიძე

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი, მამუკა გამყრელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“თანამედროვე საქართველოსთვის ერთ ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ფეისბუკს მიუძღვის. მან მთლიანად აიღო ჩვენი ეროვნული, ემოციური ხასიათით განპირობებული გულის მოფხანის ინსტრუმენტის როლი. დაწერე ფეისბუკზე, მოიოხე გული და საქმეც გაკეთდა. ამით ყველაზე კარგად ხელისუფლება სარგებლობს. ხალხი ბობოქრობს სოცქსელებში. ოპოზიციური მედია ელვასა მეხს აყრის ხელისუფლებას. ოპოზიციონერი Talking Head-ები რისხვის კორიანტელში ახვევენ ქართულ ოცნებას და….. არც არაფერი.

ბოლი გამოშვებულია, უფრო სწორად გაზებია გამოშვებული და აღარც მუცლის ტკივილი აწუხებს ერს !

სოციალურ ქსელებში ჩემი აქტივობით, უნებურად მეც, მრავალი თქვენგანივით ვუწყობ ხელს ამ პროცესს. სწორედ მისი ბრალია, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს საპროტესტო მუხტის ვერც შექმნას და მითუმეტეს შენარჩუნებას. სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს იმისა, რომ ხელისუფლებას ყველაფერი ხახვივით შერჩა?”, – წერს გამყრელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share