უპრეცედენტო სკანდალი – საქართველოში ამერიკის ელჩს, სუსი უკანონოდ უთვალთვალებდა

“ქართული ოცნების” ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა – “ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, სუს-დან მოპოვებულია ვიდეო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები ამერიკის ელჩს უკანონოდ უთვალთვალებენ.

ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს – აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია – სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი?

ირკვევა, რომ ძალოვან უწყებებს, ამერიკის ელჩის თვალთვალის მთელი სისტემა აქვთ აწყობილი. დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო “შერატონში” დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი  სუს-ს, სასტუმრო “შერატონის”, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა,  გიორგი რობაქიძემ მიაწოდა. 

ერთ-ერთი შეტყობინება 4 ივლისით თარიღდება, სუს-ის თანამშრომელმა, 19:05 საათზე საიდუმლო სამსახურში გააგზავნა ცნობა, რომ  სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალას”-ში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მივიდა. უკანონო მიყურადებას დიმიტრი კაპანაძე ხელმძღვანელობდა, ადგილზე კი ერთ-ერთი, ვინც თვალთვალს ახორციელებდა და მონაცემებს სუს-ს გადასცემდა, მირიან ხუროშვილი იყო. 

მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ თვალთვალის ობიექტია დიღომში, ელჩის რეზიდენცია და კელი დეგნანთან სახლში მისული ოპოზციის ლიდერები.  2021 1 ივლისს, სუს-ს აგენტი, გიორგი ვაშაძის პარტიიდან აწვდის ინფორმაცია, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ამერიკის ელჩთან შეხვედრა აპირებს სახლში.  ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ოპოზიციაში სავარაუდოდ ჩანერგილი ჰყავს აგენტი, რომელიც დიპლომატისა და ოპზოციის ურთიერთობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაციას აწვდის.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, გიორგი ყიფშიძე, სუს-ში ირაკლი ღარიბაშვილი კადრია, სწორედ მასთან აქვს კავშირის გიორგი ვაშაძის პარტიის ერთ ერთ წევრს რომელიც სუსს აწვდის ინფორმაციას ამერიკის ელჩთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის შესახებ.

მაგალითად 2021 წლის 25 ივნისს, 11:19 საათზე, სუს-ის თანამშრომელი გიგლა ბარამიძე ხელმძღვანელებს წერილობით აცნობებს, რომ ოპოზიციური პარტიის შეხვედრას დაესწრება სუსის წყარო ანუ აგენტი, რომელიც ელჩი დეგნანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას, მოდულის შენობაში გაგზავნის. 

ინფორმაციას რომ ნამდვილად პარტიის შიგნიდან იღებენ, ამას სუს-ის ჩატში გაგზავნილი ეს ე.წ. სქრინიც ადასტურებს. მიმოწერის  ასლი, ვაშაძის პარტიის შიდა “ჩატიდან”, პირდაპირ სუს-ის საიდუმლო ჩატში გაიგზავნა.

ბარამიძე, რომელიც კელი დეგნანს კუდში დასდევს, სუს-ში, ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, კობა მურადაშვილის პროტეჟეა. მურადაშვილი რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პოლიტიკაში წავიდა.  “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ელჩის თვალთვალი ბარამიძეს უფასდება. 2022 წლის მაისში, ბარამიძემ თეთრიწყაროში, 2375 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა იყიდა.

ტვ პირველი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share