ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობამ 26 ნოემბერს მიიღო გადაწვეტილება, რომ შეზღუდვების პარალელურად 300-ლარიანი დახმარებები გაეცათ. მისი განცხადებით, დახმარება უკვე 120 000-ზე მეტმა ადამიანმა აიღო.
“ამ ეტაპისთვის ეს 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე, ჯამურმა თანხამ შეადგინა 36 122 000 ლარი, ეს იყო უშუალოდ ბოლო პერიოდის ცვლილებების შედეგად ფორმირებული შეღავათები და კომპენსაციები”, – თქვა ვანო მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 იანვარს მთავრობამ სოციალური დახმარებების ახალი ეტაპი დააანონსა. ახალი დახმარებები ორ მიზნობრივ ჯგუფს მოიცავს.