„მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან. სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, გამოიჩინოს ჰუმანურობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მელიას თქმით, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.
„ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? მისი ჯანმრთლობა არის კრიტიკულად მძიმე და არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე. თავიდან ბოლომდე მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან, სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, გამოიჩინოს ჰუმანურობა. საქართველოში სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, რამდენიმე დასკვნის თანახმადაც არის შეუძლებელი, ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს საკუთარ პროფესიას, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა“, – განაცხადა მელიამ.