ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ანსამბლ ,,ბასიანი“-ს სანოტო კრებულის -,,ქართული ხალხური სიმღერები – გურია“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო.
კრებულში შესულია ცნობილი ლოტბარის ვლადიმერ ბერძენიშვილის და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია – გურული სიმღერის 48 ნიმუში.
სანოტო კრებული ანსამბლის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.