NCDC-ს დროებით თამარ გაბუნია უხელმძღვანელებს – ჯანდაცვის მინისტრმა გამყრელიძის წასვლა დაადასტურა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ტოვებს თანამდებობას. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას, ხოლო გამყრელიძის მოვალეობას დროებით მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- აღნიშნავს მინისტრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share