“დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ჰყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ჰყიდის ჯარისკაცებს ცალობით”-მელია

ქართველი მებრძოლების საბუთები მტრის ხელში – “მთავარი არხის” ეთერში გასულ სკანდალურ რეპორტაჟს ენმ-ს თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება,. ნიკა მელია ამბობს, რომ ის, რაც აქამდე ეჭვებს ბადებდა, ის უკვე ფაქტებით დასტურდება. მელიას თქმით, ინფორმაცია, რომელიც წესით თავდაცვის სამინისტროს არქივში უნდა ინახებოდეს, აღმოჩნდა ოკუპანტების ხელში, რაც თითოეული ქართველი ჯარისკაცისა და მათი ოჯახებისთვის საფრთხისშემცველია. მელიას თქმით, ამ ყველაფრის უკან სწორედ საქართველოს ხელისუფლება დგას, რომელიც ქვეყანას უკვე არა ინდივიდუალურად, არამედ სისტემურად ღალატობს:

დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ჰყიდის სახელმწიფოებრიობას ბითუმად და ჰყიდის ჯარისკაცებს ცალობით. აბარებს მათ ოკუპანტ რუსებს და ეს ბრალდება აღარ არის. ეს არის ფაქტის კონსტანტანცია.

ვნახეთ თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიხილეთ, როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე ოკუპანტის ხელში. ინფორმაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი  დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს თითოეულ ქართველ სამხედროსა და მის ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ეს არის რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად. ” ამბობს მელია.

ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება დუმს, სამინისტრო არ აქვს პასუხი, როგორ აღმოჩნდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები მტრის ხელში და კიდევ რამდენი ჯარისკაცისა და მათი ოჯახის უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share