სადგურის მოედნის მიმდებარედ კორპუსების მშენებლობა იგეგმება – ტერიტორია ნინო წილოსანის ოჯახს ეკუთვნის

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური რავალფუმქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცების საკითხი უნდა განიხილონ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ტერიტორია, რომელზეც კომპლექსი უნდა აშენდეს, “ქართული ოცნების” დეპუტატ, ნინო წილოსანის მამას ეკუთვნის, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც პროექტის დამკევთია, ნინო წილოსანის დედაა.

პროექტის დამკვეთი კომპანიის სამეთვალყირეო საბჭოს წევრია ტელეკომპანია “იმედია” დირექტორი, ირაკლი რუხაძე.

საუბარია ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტეროტირაზე 50 კორპუსის მშენებლობაზე, მათი ნაწილი საცხოვრებელი, ნაწილი კი კომერციული ფაქტი იქნება.

“ქალაქის შუაგულში აპირებენ, რომ ჩადგან 15-20 სართულიანი, ასევე 33-სართულიანი კორპუსები, რომელსა სიმაღლე 117 მეტრი იქნება, რაც სანზონაში, ნაძალადევში, დიდუბესა და ჩუღურეთში შექმნის სრულ სატრანსპორტო კოლაფსს. ამ მშენებლობის უკან კალაძესთან შეთანხმებით, დგას, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, ასევე, ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენი, ირაკლი რუხაზე”, – ამბობენ ენმ-ში.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე ამბობს, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ამაზე საუბარი არასერიოზულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share