ქვემო მამათში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ცეცხლის კერების აღმოფხვრა

ცოტა ხნის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ქვემო მამათის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ტყის მასივს მოედო.
როგორც “გურიის მოამბეს” მამათში მერის წარმომადგენელმა, გელა პატეიშვილმა განუცხადა, მოსახლეობას საშიშროება არ ემუქრება.
“ხანძარი ტყის მასივს რამდენიმე საათის უკან გაუჩნდა, ტყე დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არაა, შესაბამისად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.ადგილზე მობილიზებულია გურიის რეგიონის, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს დამწვარი ტყის შემოწმება და პატარ-პატარა კერების აღმოფხვრა, რამ გამოიწვია ხანძარი, ან ტერიტორიის რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია და ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს.”- განაცხადა მერის წარმომადგენელმა.
ადგილზე ამ დრომდე გურიის რეგიონის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის შემდგომი სამუშაოები.
ნინე ულუმბელაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share