SBU-მ დააკავა რუსეთის აგენტი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] დააკავა რუსეთისთვის მომუშავე აგენტი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაზე. SBU-ს ინფორმაციით, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის მცდელობა აღკვეთილია:

“საგამოძიებო მოქმედებების დროს დააკავეს რუსი აგენტი, რომელიც აგროვებდა სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინაში, უცხოური იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, თავდამსხმელს აინტერესებდა საიდუმლო ინფორმაცია იმპორტირებული სამხედრო ტექნიკის შესახებ.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოკუპანტები აპირებდნენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება სწორედ უცხოური იარაღის ტრანსპორტირებისთვის.

გარდა ამისა, მტერი აპირებდა ამ ინფორმაციის გამოყენებას თავდაცვის სფეროში, უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების ხელშეკრულებების ჩასაშლელად. საიდუმლო ინფორმაციის შესაგროვებლად ის პირად კავშირებს იყენებდა.

„გამოძიების თანახმად, მოღალატე არის კიევის მკვიდრი, რომელიც თავს სამხედრო ექსპერტად ასაღებდა. დადგინდა, რომ იგი დაიბარა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელმა დედაქალაქის ტერიტორიაზე სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების განსახორციელებლად.“- აცხადებს SBU.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ელექტრონული საშუალებები, რომლითაც იგი რუს „კურატორთან“ კონტაქტობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share