ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მხრიდან ამერიკის საელჩოზე გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა.
“ახლა ხელისუფლებას სამი არჩევანი აქვს:
-
-
პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ოთხეულის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, ფაქტების შესწავლის მიზნით და ორ კვირაში გამოკვეთოს ელჩის ბრალეულობა – აღძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ – არაერთხელ, სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისათვის;
-
პირდაპირ გამოაცხადონ ელჩი პერსონა ნონ-გრატად;
-
გამოაქვეყნონ კოლექტიური წერილი ვლადიმერ პუტინს, მთავარი რეფრენით – ვოვა გვიშველე;
უფრო სერიოზულად – ცხადია წერილი რედაქტირებულია “ოცნების” ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ, ანუ წერილის ავტორი კვარტეტი კი არა ხელისუფლებაა.თუ ეს არასწორი ვარაუდია, მაშინ კეთილი ინებონ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ და საჯაროდ დაგმონ ელჩზე კი არა, რეალურად აშშ-ზე განხორციელებული თავდასხმა.
იმ ფონზე, როცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები მსჯელობენ აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, აშშ-ზე თავდასხმა არ არის განკუთვნილი შიდა მოხმარებაზე და აქ პირდაპირ იკვეთება რუსული სპეცსამსახურების კვალი და სურვილი, მოახდინოს დასავლეთის დისკრედიტაცია, სწორედ საქართველოს მეშვეობით, რომელიც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის ძალიან მზაკვრული გეგმა და თუ ვიღაცამ იფიქრა, რომ წერილი გაკეთებულიყო შიდა მოხმარებისთვის, მინდა მივულოცო, ამაზე დიდ საჩუქარს კრემლს ვერავინ გაუკეთებდა, კადიროვიც კი.
საკმარისია! ახლა ისეთ ფაზაში შედიხართ ამ პროცესს, რომელსაც ააგორებთ ვერავინ გააჩერებს. მით უფრო როცა, ჰიპოთეზურად გამჩერებლები სრულად არიან დისკრედიტირებული.