უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 43 200;
- ტანკი – 1 849;
- ჯავშანტექნიკა – 4 108;
- საარტილერიო სისტემა – 975;
- სარაკეტო სისტემა – 261;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136;
- თვითმფრინავები – 233;
- ვერტმფრენი – 193;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 778;
- საკრუიზო რაკეტები – 185;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 021;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 90.