ინდოეთის შტატების რიცხვი, სადაც ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება ფიქსირდება, შვიდამდე გაიზარდა. ამის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ მთავრობებს დაავალა, ყველაფერი გააკეთონ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
8 იანვარს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ ფრინველის გრიპის ვირუსი H5N8 აღმოაჩნდათ მკვდარ ფრინველებს ინდოეთის ოთხ შტატში, მათ შორის ხიმაჩალ-პრადეშში, მადხია-პრადეშში, კერალასა და რაჯასტხანში. დელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დღეიდან დროებით იკრძალება ქალაქში ცოცხალი ფრინველის შეყვანა, ასევე 10 დღით დაიხურა ფრინველის ბაზრობა გაზიპურში. ვეტერინარული სამსახურები ამოწმებენ ფრინველის ბაზრებს, ასევე წყალსატევებს, სადაც ფრთოსნები ბინადრობენ.