“დღეს MRT გაუკეთდა განმეორებით… ოდნავ გაუარესებაა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ საუბრობს.
”დღეს MRT გაუკეთდა განმეორებით. დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო, ოდნავ არის გაუარესება რაღაც უბნებზე. სურვილია, რომ შეუჩერდეს ეს რაღაც იურიდიული მხარე, გადაიდოს და პირველ რიგში, მიეხედოს მის ჯანმრთელობას. ამერიკის ჩართულობა უსათუოდ უნდა მოხდეს, უკვე ფაქტობრივად ჩართულები არიან. მე უკვე მქონდა სატელეფონო კავშირი ერთ ფსიქიატრ-ნევროლოგთან. მიიღო უკვე ლიცენზია და ველოდებით სხვებისთვისაც ლიცენზიებს, რომ პროცესში ჩაერთონ,” – ამბობს გიული ალასანია.