ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში „მონცას“ წინააღმდეგ მეორე გოლი გაიტანა.
ხვიჩამ მოწინააღმდეგე გუნდის ორი მცველი მარტივად მოატყუა და ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელიას 3 გოლი დაუგროვდა, რაც საუკეთესო შედეგია.
„ნაპოლი“ „მონცას“ ანგარიშით 3:0 ამარცხებს.