24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობა ტარდება საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში.
ღონისძიება ერთდროულად დაგეგმილია მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 51 ქალაქში.