უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 45 700;
- ტანკი -1 924;
- ჯავშანტექნიკა – 4 243;
- საარტილერიო სისტემა – 1 036;
- სარაკეტო სისტემა – 266;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 147;
- თვითმფრინავები – 234;
- ვერტმფრენი – 199;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 819;
- საკრუიზო რაკეტები – 196;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 160;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 99.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.