„არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ რუსებს – ძარცვას და ნგრევას ჯერჯერობით ახერხებენ, მაგრამ თუ ძირეული ცვლილება უნდათ – სისულელეა“

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში უკრაინის შესახებ წერს.

„უკრაინის მხარეს დგომის ორი უცხადესი მიზეზია:

1.ზოგადი – ჩვენ გონებაში ჩამოყალიბებული მცნება სამართლიანობის, სიკეთე – ბოროტების გარჩევის შესახებ;

2.კერძო – უშუალოდ ჩვენი ქვეყნის და აქედან გამომდინარე, პირადად ჩვენი სარგებელი რუსეთის დამარცხების შემთხვევაში.

თუ გნებავთ, ნუ გამოვიდებთ თავს ზოგადსამართლიანობაზე და მეორე ჩავთვალოთ მთავარ მიზეზად. ანუ პრაგმატულადაც სწორ მხარეს შეგვიძლია დგომა. უფალმა გაძლება მისცეთ! არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ რუსებს – ძარცვას, ნგრევას და თავის ჭკუით “ერის დასჯას” ჯერჯერობით ახერხებენ, მაგრამ თუ ძირეული ცვლილება უნდათ – სისულელეა, ვერ მიაღწევენ და ეს იდეა განწირულია! როგორც აღა მაჰმად ხანმა მოგვიგო კრწანისის ბრძოლა, აიღო თბილისი და შეძლებისდაგვარად იყაჩაღა- ეს შეიძლება შესძლონ, მაგრამ როგორც სპარსელები გახდნენ იძულებული მოკლე დროში დაეტოვებიათ ქალაქიც და ქვეყანაც – ასეა აქაც! ვერ მოიკიდებენ ფეხს! უკრაინა საბოლოო გამარჯვებას, რაც იდენტობის და ტერიტორიების შენარჩუნებაში გამოიხატება – აუცილებლად მიაღწევს. ეს ძალიან მარტივია! ვულოცავ დღევანდელ დღეს!“ – წერს დავით გადელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share