დარია დუგინას მკვლელობის ვერსიები, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ოფიციალურ განცხადებას თავდაყირა აყენებს. კრემლის მთავარი იდეოლოგის შვილის დაკრძალვის ცერემონიამ და ავტომობილის აფეთქებიდან მალევე გადაღებულმა კადრებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა.
მათ შორის ცხედრის მდებარეობამ, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, აფეთქების შედეგად მანქანაში დაიწვა, თუმცა არსებობს სხვა მასალაც, სადაც კარგად ჩანს ალექსანდრ დუგინი შვილის ცხედართან. სწორედ უკრაინის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის ვერსიას, რომელსაც რუსული ეფ-ეს-ბე ავითარეს
თავდასხმის ვერსიაში შეუსაბამობების რაოდენობა კიდევ ერთმა, ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ გაზარდა. შემთხვევის ადგილზე ტელეფონით გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს, რომ ქალის ცხედარი გზის სავალ ნაწილზეა დაგდებული და ის ავტომობილში არ დამწვარა. ალექსანდრე დუგინი კი ცხედრის სიახლოვეს დგას.
მთავარი არხი