Lenta.Ru-ს ინფორმაციით, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინოვნიკებისთვის უკანონო შემოსავლების კონფისკაციის შესაძლებლობას იძლევა
ბრძანების მიხედვით, პროკურატურა საჯარო მოხელეებისა და მათ ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს შეამოწმებს და თუ აღმოჩნდება, რომ მათ ანგარიშებზე ჩარიცხვები ბოლო 3 წლის განმავლობაში მათ შემოსავლებს 10 000 რუბლით აღემატება, საქმე აღიძვრება სასამართლოში, თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ კონფისკაციისთვის.
Lenta.ru წერს, რომ იმისათვის, რომ საჯარო მოხელეებმა ფული არ დაკარგონ, მათ შემოსავლის ლეგალურობა უნდა დაამტკიცონ.