ლანჩხუთის კულტურის დაწესებუებეთა გაერთიანების დირექტორმა დავით წერეთელმა თანამდებობა დატოვა.
ეს განცხადება მან ამ წუთებში თანმშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
დავით წერეთელი რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში. მას თანამშრომლები კორუფციაში და თანამშრომლებთა დევნა- შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ.
წერეთელმა საკუთარ თანამშრომლებთან 10-ზე მეტი სასამართლო წააგო. ის დირექტორის მოვალეობას პრაქტიკულად ბოლო თვეების განმავლობაში არც ასრულებდა, თუმცა წასვლის შესახებ განცხადება ოფიციალურად დღეს თანამშრომლებთნა შეხვედრაზე გააკეთა.